თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ორ პირს ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.
ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც თავის ტრავმა მიიღო, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო მეორე მოქალაქემ, რომელსაც მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.