დაღესტნის ეკონომიკის მინისტრი თაღლითობის გამო დააპატიმრეს

დაღესტნის ეკონომიკისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრი ოსმან ხასბულატოვი 30 აპრილს დააკავეს სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რომელიც სახელმწიფო თანხების მითვისებას ეხება – რუსეთის შსს-მ გაავრცელა.
2013-2018 წლებში ხასბულატოვი მრავალფუნქცურ ცენტრს ხელმძღავნელობდა. ზუსტად ამ პერიოდს ეხება სავარაუდო საქმეც.
დაღესტანში მასშტაბური ანტიკორუფციულო ოპერაცია უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს. ის 2017 წელს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ვასილიევმა დაიწყო. იმავე წლის დეკემბერში მან ვლადიმირ პუტინს თხოვნით მიმართა რევიზორები გამოეგზავნათ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ბელორუსში რუსეთის ელჩი დაითხოვა
შემდეგი სტატიაFacebook-ი სოციალური ქსელების საზოგადოებაზე ზეგავლენას იკვლევს