პუტინმა ბელორუსში რუსეთის ელჩი დაითხოვა

რუსეთის ელჩი ბელოსურში მიზაილ ბაბიჩი, რომელიც ამ პოსტზე 2018 წლის აგვისტოში დანიშნეს, რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან დაითხოვა. შესაბამისი განკარგულება 30 აპრილს გავრცელდა – “დოიჩე ველე” წერს. კრემლის საიტზე ნათქვამია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინმა დიმიტრი მეენცევი დანიშნა. სავარაუდოდ, ელჩის დათხოვნის საკითხზე, ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტებმა პეკინში გამართულ ფორუმზე ისაუბრეს, სადაც ორივე იმყოფებოდა. მედია წერს, რომ ბაბიჩი ლუკაშენკოს არ აწყობდა მისი ძალიან აქტიური მოქმედებების გამო.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა
შემდეგი სტატიადაღესტნის ეკონომიკის მინისტრი თაღლითობის გამო დააპატიმრეს