დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 9, 2020 15:57

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა.

 

„ინფიცირებული ექიმი შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ორ კლინიკაში და თბილისშიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. მას გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი. ინტენსიურად მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. კონტაქტებს ვადგენთ. უკვე ავიღეთ კონტაქტირებული ​28 პირის ნიმუში. გადაგზავნილია ლუგარში და პასუხები დღეს საღამოსთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1000-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გამოვლენილი ცხრა შემთხვევიდან ორი მედიკოსია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 9, 2020 15:57