“ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ”- თეა წულუკიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

იუსტიციის მინისტრმა ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები შეაფასა და აღნიშნა – გამოსვლებში ჩანდა, რომ საქართველოს მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი.

„ყველა აღიარებს ერთხმად, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, გატარდა. დაისვა კითხვები იმ კანონებზე, რაც მივიღეთ, ანალიტიკურ სისტემაზე, მიგrაციის ნაკადების მართვაზე. ყველა კითხვაზე პასუხები არის პოზიტიური. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცუდი სიურპრიზები არ უნდა გველოდეს, რადგან ჩვენი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში დღეს მოსმენა გაიმართა.

მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა მარია გაბრიელმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერას უცხადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის სამმა კომიტეტმა საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: “ცუდი არაფერი გვემუქრება”