ლევან ბერძენიშვილი: “ცუდი არაფერი გვემუქრება”

ვიზა“ძალიან მინდოდა, დღესვე მეხარებინა კომიტეტზე ჩვენი წარმატების შესახებ, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატიამ თქვა, ამ საქმეს კიდევ ორი-სამი სხდომა დასჭირდებაო. სამაგიეროდ, ბულგარელი მომხსენებელი ისე კეთილგანწყობილია, რომ ცუდი არაფერი გვემუქრება. დეტალურად ვითარება აღწერა თამარ კორძაიამ.
მალე გაგვახარებს ლიბეც და ევროპარლამენტიც”-წერს ლევან ბერძენიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების კომიტეტმა ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის დაწესების თაობაზე მხარი დაუჭირა.

ევრონიუსის ინფორმაციით, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს 539-ე რეგულაციის დანართში ის ცვლილება უნდა შევიდეს, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო 90 დღიანი მიმოსვლა დაწესდება.

საკითხი მაისის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება, ხოლო შემდეგ გადაეცემა ევროკავშირის მინისტრების საბჭოს. ორივე ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რეგულაციის ცვლილებების შემცველი ტექსტი გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა ძალაში. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება 2016 წლის 15 ივლისიდან არის მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაში“ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ”- თეა წულუკიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 18 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს