COVID19-ის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში გამოვლინდა, 369 – აჭარაში, 295 – იმერეთში

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 21, 2020 11:41

COVID19-ის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში გამოვლინდა, 369 – აჭარაში, 295 – იმერეთში

საქართველოში დღეს, 21 ოქტომბერს გამოვლენილი კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში აღირიცხა, 369 – აჭარაში, 295 – იმერეთში, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამის შესახებ განცხადება გაკეთდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სულ კოვიდცენტრებში 372 მძიმე პაციენტი მკურნალობს, მათგან 186 მკურნალობის კურსს თბილისში გადის, 75 კი – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 პაციენტი იმყოფება, 52 თბილისში მკურნალობს, 11 – აჭარაში.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

21 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 21, 2020 11:41