CNN –ს რუსეთი აფრთხილებს

ტელეკომპანია CNN–მა მიიღო ადმინისტრაციული გაფრთხილება მონაცემთა არასწორი მითითებისთვის. ამის შესახებ სააგენტო “Интерфакс”–ს განუცხადა რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახურის (Роскомнадзор) უფროსმა ალექსანდრე ჟაროვმა. მან აღნიშნა, რომ “საუბარი არ მიდის არხის რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ. ტელეკომპანია ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას იმ შემთხვევაში თუ დარღვევები გამოსწორებული იქნება”.
ჟაროვის თქმით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ 2 გაფრთხილების შემდეგ იწყება მაუწყებლობის შეწყვეტის პროცედურა და საქმე სასამართლოს გადაეცემა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე “ ხომ არ უკავშირდება CNN–სადმი წაყენებული ბრალდება აშშ–ს ხელისუფლების მიერ რუსული არხის – “RT”– თვის წაყენებულ მოთხოვნას უცხოური აგენტის სტატუსით დარეგისტრირების შესახებ, ჟაროვმა უპასუხა: “მე არ ვმუშაობ პოლიტიკურ უწყებაში, ჩემი საქმეა მასმედიაში დარღვევის გამოვლენა და რეაგირება მათზე”.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატია(video) ზაალ უდუმაშვილი და პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს