(video) ზაალ უდუმაშვილი და პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 29, 2017 14:49

(video) ზაალ უდუმაშვილი და პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს. საკრებულოში ამ დრომდე ვერ ხერხდება სხდომის დაწყება, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ორი ნაკვეთის გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ.
„გეოლოგიური, სატრანსპორტო დასკვნის გარეშე, ერთ დღეში მოინდომეთ ზონების შეცვლა და ბიძინა ივანიშვილის 40 ჰექტარის ჩუქება და ქალაქის შუა გულში მიწისქვეშა პარკინგის გაკეთება. არც ერთ არქიტექტორს არაფერი ჰქონდა მომზადებული, ჩვენ ვნახეთ პროექტი. ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს შემდეგმა საკრებულომ. არ მოგცემთ საშუალებას დაიწყოთ სხდომა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

პუშკინის სკვერის ქვეშ, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე იქნა მიღებული.

ხმაური და დაპირისპირებაა თბილისის საკრებულოში დაახლოებით ერთ საათის წინ დაიწყო. ერთმანეთს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

სხდომათა დარბაზში სიტუაციის გასანეიტრალებლად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

https://youtu.be/XgTgJ5JEQyA

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 29, 2017 14:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics