ცხინვალის თქმით, “ძალა ერთობაშიას” აქციაზე სამართალდამრღვევებს დააკავებენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის განცხადებით, საქართველოსთან არსებულ დროებით საზღვარზე პროვოკაციული და პოპულისტური მოქმედება “საგაზაფხულო დაძაბვას” გამოიწვევს. საუბარია მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” აქციაზე, რომელიც სოფელ ხურვალეთთან არის დაგეგმილი.
“თუკი საზღვართან დაკავშირებით რაიმე ტიპის გაურკვევლობა არსებობს, მოქმედებს რაიონის საზღვართან ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სასაზღვრო პრობლემების მოგვარება. ასევე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის მთავრობა არა ერთხელ სთავაზობდა ქართულ მხარეს ხაზის განსასაზღვრავად ერთობლივი სამუშაოების დაწყებას” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აპარატი ავრცელებს. მასში, ასევე, ნათქვამია, რომ რეჟიმის დამრღვევებს, კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი პოლიცია დააკავებს – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიBrexit: ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის გადადებას მისცა ხმა
შემდეგი სტატიარუსეთის მთავრობა აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავს