Brexit: ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის გადადებას მისცა ხმა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის გადადებას მისცა ხმა. “ბრექსიტი” 29 მარტს უნდა დაწყებულიყო. გადაწყვეტილებას მხარი 412-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 202 წავიდა.

13 მარტს დეპუტატებმა ხისტი “ბრექსიტის” წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამ კენჭისყრას იურიდიული ძალა არ ქონდა, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო – ბრიტანული მედია წერდა. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ცხადად მიუთითა იმაზე, რომ ის მოწესრიგებული “ბრექსიტის” მომხრეა.

ბრიტანეთის პარლამენტმა 12 მარტს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება არ მიიღო. დოკუმენტს მხარი 242-მა დეპუტატმა დაუჭირა, 391 კი წინააღმდეგ წავიდა.
ადრე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბრიუსელთან შეუთანხმებლად გასვლა “საკუთარი თავისთვის პატივისცემის ერთადერთი უსაფრთხო გზაა”.

ახლა ტერეზა მეიმ ოფიციალურად უნდა მიმართოს ევროკავშირს “ბრექსიტის” გადადების შესახებ, რაც 27 ქვეყნის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ. ევროკავშირის სამიტი 21 და 22 მარტს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშისამართლიანობა ჩამოიქცა – დავით მაღრაძე “დაიცავი საქართველოს” აღდგენაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაცხინვალის თქმით, “ძალა ერთობაშიას” აქციაზე სამართალდამრღვევებს დააკავებენ