ცხინვალის რეჟიმი ცდილობს დაამყაროს ურთიერთობა იტალიელ მეღვინეებთან

“იტალიასა და სამხრეთ ოსეთს შეუძლიათ ითანამშრომლონ ყურძნისა და ღვინის წარმოების საქმეში”, – ამის შესახებ განაცხადა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა ვიზიტით პეზარო და ურბინოს პროვინციის სამრეწველო–სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მოწვევით.
მედოევის თქმით, მან დაათვალიერა რეგიონის ღვინის და ყველის რამდენიმე საწარმო. “დღესდღეობით, სამხრეთ ოსეთი მზადაა ითანამშრომლოს იტალიასთან წარმოების ნებისმიერ სფეროში და მოხარული იქნება უმასპინძლოს იტალიელ ბიზნესმენებს”, – თქვა მედოევმა. მან ხაზი გაუსვა, რომ “ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველაზე დიდი პერსპექტივა გააჩნია ხორცის, ყველის და მინერალური წლების წარმოების სექტორს”.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “Провина.ru”.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) შსს გამოძახების დროს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“კონსტიტუცია დაწერილი და მიღებულია ქართული ოცნების მიერ, ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი, ვერ გადავდგით წინ ნაბიჯი”- პრეზიდენტი