“კონსტიტუცია დაწერილი და მიღებულია ქართული ოცნების მიერ, ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი, ვერ გადავდგით წინ ნაბიჯი”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით ქვეყანამ ნაბიჯი წინ ვერ გადადგა.
როგორც პრეზიდენტმა “მთავარში” სტუმრობისას აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად, ძალის დემონსტრირებით მიიღო სასურველი კანონპორროექტი. ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყნის მთავარ დოკუმენტს “ქართული ოცნების” მიერ და წერილი და მიღებული უწოდა თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა უკვე მიღებულ კანონპროექტს პატივი სცეს.

“ეს კონსტიტუცია თავის შექმნის პროცესში არის ქართული ოცნების მიერ დაწერილი, მიღებულია ქართული ოცნების მიერ მაგრამ არის ჩვენი სახელმწიფოსი. ჩვენი სახელმწიფო ამ დოკუმენტის პატივისცემაზე დგას. 4 წელიწადი, ჩემი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობის შესრულების პროცესში თავიდან ბოლომდე იმ კონსტიტუციის ერთგული ვიყავი, რომელიც არ იყო არც ჩემს მიერ მიღებული და არც ჩემი მეგობარი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული, მაგრამ მთავარი იყ რომ ეს არის დაწერილი კანონი, რომელსაც ყველა ვემორჩილებით. ჩვენ ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი, ვერ გადავდგით წინ ნაბიჯი, ვერ გავხდით სხვანაირები, როგორებიც ვიყავით “ნაციონალური მოძრაობის” დროს, როცა ძლიერი თავის ძალით ხელს უწევს თავის მოქალაქეს, რომელიც ძალიან ეფემერულია რაც გამოჩნდა დღესაც ასეთები ვართ – მე მაქვს ძალა და მე მივიღებ კონსტიტუციას”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, ქართული ოცნების მიერ მიღებულმა კონსტიტუციამ შეასუსტა სახელმწიფოებრიობის ბევრი მნიშვნელოვანი ბერკეტი.

”პირველი, ეს კონსტიტუცია არაა საუკეთესო კონსტიტუცია. მეორე, ეს კონსტიტუცია მიღებულია იმ მთავარი პრინციპის უგულვებელყოფით, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ყველასი, მესამე ამ კონსტიტუციამ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბევრი მნიშვნელოვანი ბერკეტი შეასუსტა. როგორიცაა უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის ინსტიტუტი. თუმცა, საქართველოსა და საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, სადაც ჯერ კიდევ ვერ დასტაბილურდა დემოკრატიული პროცესი ამ კონსტიტუციის ქონა კონსტიტუციის საერთოდ არქონას სჯობს. კონსტიტუციის საერთოდ არქონა ნიშნავს ანარქიას, იმ შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ნებისმიერი მტრისთვის, რომელიც მათ ხელში მისცემს ქვეყნის არევის ბერკეტებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ დოკუმენტზე ხელმოქერის მიზეზიც ახსნა. მისი თქმით, თუკი ხელს არ მოაწერდა კონსტიტუციას, მაშინ ქვეყნის იმიჯს მიაყენებდა ჩრდილს და გარდა ამისა, ეს იქნებოდა კარგი იარაღი ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ჯგუფების ხელში. “მე ამ ნაღმების შემეშინდა… ვინ დამიფასა…”- აღნიშნავს მარგველაშვილი.
პრეზიდენტმა “მაესტროს” ეთერში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის “ქართული ოცნების” მიერ ფლობა ნეგატიურად შეაფასა.

პირველი პირის შეფასებით, როდესაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კონცენტრირებული გაქვს ერთი პარტიის ხელში, ეს საშიშროებაა.

”მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, ანა-ბანას ვლაპარაკობ, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან ძნელი პერიოდი დგება. ასეთი ძნელი პერიოდი დამდგარა ”მოქალაქეთა კავშირისთვის”, ”ნაციონალური მოძრაობისთვის”. მე არ მინდა, რომ ხელისუფლების კონსოლიდაციით და საკუთარი სიძლიერით აღფრთოვანებულმა ”ქართულმა ოცნებამ” ამ რთულ გზაზე დაიწყოს სვლა. არც ”ქართული ოცნებისთვის” მინდა და არც ჩვენი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმი ცდილობს დაამყაროს ურთიერთობა იტალიელ მეღვინეებთან
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა კობახიძე შევარდნაძესა და სააკაშვილს შეადარა – ,,Партия — ум, честь и совесть нашей эпохи”