(ვიდეო) შსს გამოძახების დროს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა

შსს ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როდესაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

“მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარებაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://youtu.be/TbVkTbgF3Mk

banner
წინა სტატიაშიპატრულის მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმი ცდილობს დაამყაროს ურთიერთობა იტალიელ მეღვინეებთან