ჩვენთან ვირუსი სტიქაროსანს დაუდგინდა… შევზღუდეთ მსახურებები – მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე საბა აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

„არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები, რადგან არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია, რომ მე ვარ, ან სხვა ადამიანი, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და დღეს ყველაზე მთავარი მოწოდება რაც არის, დარჩით სახლში, სახლიდან ვილოცოთ, მოვეფეროთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ ვირუსმა ესეც მოგვცა, რომ ოჯახები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ სახლებში და ახლა ერთად ცხოვრობენ, სხვა შეხედულებები გაუჩნდათ, ფიქრობენ სხვა ღირებულებებზე, რაც შეიძლება დავიწყებული ჰქონდა გარკვეულწილად ადამიანს“

 

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფიცირებულ ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება