“ჩვენ უბრალოდ გავყიდეთ ეს ადამიანი და საწამებლად გადავეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას” – ელისაშვილი

“მე აქ მოსული ვარ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახისთვის ბოდიშის მოსახდელად, რომლებსაც ეგონათ, რომ ჩვენ ვიყავით სახელმწიფო” -განუცხადა “პირველ რადიოს” საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სუს-თან მიმდინარე სოლიდარობოს აქციაზე. ელისაშვილის თქმით, ჟურნალისტი აფგან მუხტარლი საქართველომ გაყიდა და საწამებლად გადასცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას:

“აქ მოსული ვარ იმისთვის, რომ ამ უსაქმურებს და ერთუჯრედიანებს, ქართული სახელმწიფოს მტრებს, ამ შენობაში, რომ არიან შეკრებილები პასუხი მოვთხოვო” განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთხოზორიას დედა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა