გიორგი მღებრიშვილმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე, – განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპამდე ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უბრალოდ გავყიდეთ ეს ადამიანი და საწამებლად გადავეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას” – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაუფასო სამედიცინო კონსულტაციები მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში