ოთხოზორიას დედა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

“საქართველოს ხელისუფლება არ იყო დაინტერესებული მკვლელობის ნამდვილი მიზეზის დადგენით”, – აცხადებს ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა. ჯულიეტა ჭანტურია საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის გარდა, მასთან ერთად მყოფი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს საერთაშორისო შეხვედრებზე კიდევ დააყენებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.

banner
წინა სტატიაში“გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა”- აფგან მუხტარლის მეუღლე
შემდეგი სტატია“ჩვენ უბრალოდ გავყიდეთ ეს ადამიანი და საწამებლად გადავეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას” – ელისაშვილი