„ჩვენ, გამომდინარე ჩვენი სარწმუნოებიდან, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას”

ქართველების მისამართით გავრცელებულ მუქარის ვიდეოებთან დაკავშირებით საქართველოს მუსლიმთა კავშირი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

განმარტება საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, მოწოდებებს, რომლებიც ვიდეოებში ისმის არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და სამუფთო კატეგორიულად გმობს ანალოგიური განცხადებების შინაარსის მოწოდებებს.

სახელმწიფოს კი სამუფთო მოუწოდებს, რომ მოხდეს ტრადიციული რელიგიის ხელისშეწყობა.

„ჩვენ, გამომდინარე ჩვენი სარწმუნოებიდან, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ყოველგვარ მუქარის შემცველ, იქნება ეს მიმართვები, თუ ცალკეული ჯგუფების მხრიდან მოქმედებები. ცალკეული პიროვნებების მოქმედებები, არ შეიძლება გაიგივებული იქნას რელიგიასთან, ამ შემთხვევაში ისლამთან და ყურანის მოძღვრებასთან,“ – განაცხადა საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში სავარაუდოდ სირიაში დაღუპული რუსი მფრინავის ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე: ივანიშვილმა სწორედ ისეთი კანდიდატურა შეარჩია, რომელიც მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება