გია ბარამიძე: ივანიშვილმა სწორედ ისეთი კანდიდატურა შეარჩია, რომელიც მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

საპარლამენტო ოპოზიცია გამოვიდა ინიციატივით, რომ რადგან უმცირესობას აქვს შეკითხვები მთავარი პროკურორობის კანდიდატთან, პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცეთ საშუალება ამ კითხვებზე პასუხები მოისმინონ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის სიურპრიზი არ იყო ამ კანდიდატურის შერჩევა.

„სიურპრიზი არ არის, რომ ივანიშვილმა სწორედ ასეთი კანდიდატურა შეარჩია, რომელიც მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება, როგორი უსინდისო და უკანონო ბრძანებაც არ უნდა იყოს ის. მათა აქვთ პოლიტიკა გასაგრძელებელი, რომ ებრძოლონ არა ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს, უმუშევრობას და პრობლემებს, არამედ, ოპოზიციას, რუსთავი 2-ს, არასამთავრობოებს და ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი არ აქვს,“ – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ, გამომდინარე ჩვენი სარწმუნოებიდან, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას”
შემდეგი სტატიადაარღვია თუ არა რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე- თურქებმა რადარების ფოტო გაავრცელეს