ჩრდილოეთ კორეაში საკვების დღიური ნორმა 300 გრამამდე ჩამოვიდა

გერმანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ Deutsche Welthungerhilfe გაავრცელა, რომ ჩრდილეოთ კორეაში საკვების კატასტროფული ნაკლებობაა, რაც 2018 წელს ცუდმა მოსავალმა გამოიწვია. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჩრდილოეთ კორეაში ლარს დიუერკოპმა “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობამ ერთ პირზე საჭმლის დღიური ნორმა 576-დან 300 გრამამდე ჩამოიყვანა. ნორმა შედგება მარცვლეულობისგან – სიმინდისა და კარტოფილისგან. დიუერკოპის თქმით, ბავშვები, ქალები და მოხუცები ამ ნორმისგან განთავისუფლებული არიან. მათ კი, ვისაც ფინანსები აქვს და მეტი საჭმელი სჭირდება, სხვა პროდუქტების შეძენა პატარა ბაზრებში შეუძლიათ.

Deutsche Welthungerhilfe ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

banner
წინა სტატიაშისოციოლოგები ევროპარლამენტში პოპულისტების რიცხვის გაზრდას ელოდებიან
შემდეგი სტატიასკანდალური წერილი ხაზარაძეს სავარაუდოდ ბიზნესმენმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა