ჩრდილოეთ კორეა მოსახლეობას მოუწოდებს შიმშილობისთვის მოემზადონ

ჩრდილოეთ კორეა მოსახლეობას მოუწოდებს შიმშილობისთვის მოემზადონ

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას ქვეყნის ეკონომიკაში მძიმე დროის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს მოემზადონ შიმშილობისთვის – The Telegraph-ი ჩრდილოეთ კორეის პარტიულ გაზეთ „ნოდონ სინმუნ“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რევოლუციის გზა გრძელი და რთულია. შესაძლებელია ისევ დავუბრუნდეთ მცენარეების ძირებით კვებას“ – ნათქვამია სტატიაში. აღნიშნულია, რომ ქვეყანა ისევ იმ სირთულეების წინაშე შეიძლება დადგეს, რომელიც 1994 წელს დაიწყო. მაშინ საკვების უკმარისობის გამო 22 მილიონი მოსახლეობიდან 0,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა – The Telegraph-ი წერს.
ბრიტანული გაზეთი აღნიშნავს, რომ მძიმე ეკონომიკური სიტუაცია ჩრდილოეთ კორეის მიმართ მიღებული მძიმე სანქციების შედეგია, რომელიც დასავლეთმა ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის გამო მიიღო. ასევე, გამოცემის თანახმად, ფხენიანმა 440 ტონა საკვების დახმარება ითხოვა, აქედან მხოლოდ 17 ტონა მიიღო.
სამხრეთკორეული გაზეთი The Chosun Ilbo წერს, რომ მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობას ყოველთვიურად თითო კილო ბრინჯის გადახდა დააკისრა.

banner
წინა სტატიაში“მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია თავი“ – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: მინდა წერტილი დავუსვა სპეკულაციებს