დავით ბაქრაძე: მინდა წერტილი დავუსვა სპეკულაციებს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა სრულად უჭერს მხარს ვიზალიბერალიზაციის სწრაფად გადაწყვეტას.

„მინდა წერტილი დავუსვა სპეკულაციებს და სრულიად ცალსახად განვაცხადო, ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის უსწრაფეს გადაწყვეტილებას. ეს იყო ჩვნი პოზიცია წარსულში და ეს იქნება მომავალშიც. თუ ამ პროცესში, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს გააჩნიათ კითხვის ნიშნები, მთავრობის ვალდებულებაა იმუშაოს მათთან ოასუხის გასაცემად. აჩვენოს მათ ქვეყნის წინსვლა, გაკეთებული საქმეები და არ დაკავდეს იმ ტიპის ლანძღვით შეთქმულებების თეორიებით, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვეში, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში, იმუშაონ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, წაიყვანოს საქართველო წინ და ამით მივიდეთ იმ უსწრაფეს ვიზალიბერალიზაციამდე, რომელიც საქართველომ დაიმსახურა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა მოსახლეობას მოუწოდებს შიმშილობისთვის მოემზადონ
შემდეგი სტატია“აუდიტორია 115” თსუ-ში დროებითი მმართველობის შემოღებას ითხოვს