ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. ქართული ოცნების კანდიდატმა საჭირო 14 ხმის მოპოვება ვერ შეძლო.

ახლადარჩეულ საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას 12 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 7, გახარიას პარტია საქართველოსთვის – 7, ლელოს კი –1.

ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას კვორუმის შესაქმნელად დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ქართული ოცნების კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ 12 ხმა მიიღო, ხოლო 7 ბიულეტენი გაბათილდა.

პარტია საქართველოსთვის წევრები გეგმავენ, რომ დღესვე თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი დააყენონ. ამ ეტაპისთვის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დღევანდელ სხდომას „საქართველოსთვის“ წევრები: ზუგდიდის ყოფილი მერი, გეგა შენგელია და ასევ მისი ყოფილი პირველი მოადგილე, გიგა ფარულავა დაესწრნენ.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიუგულავა – სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება და ამის მოლოდინი არც არის
შემდეგი სტატიასამადაშვილი – სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ