ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მარტვილის საავადმყოფოში დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ წუხელ გვიან ღამით მარტვილის საავადმყოფოში ერთ-ერთი დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა. მეუფემ ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარი პროვოკაცია იყო.

„მე ერთი მოვინახულე, აქ ვინც იყო დარჩენილი. დანარჩენი, ზოგი გაეწერა, ზოგი წავიდა“, – განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, სასულიერო პირები კრებას მართავდნენ, სადაც გარკვეულმა პირებმა შეჭრა სცადეს და „ამ შემოჭრის შედეგად ჟურნალისტები გახდნენ მსხვერპლი“.

„ჩვენ ვითხოვეთ, რომ აივანზე არავინ ამოეშვათ, არც ჟურნალისტები, არც ის ხალხი, მაგრამ არავინ გვისმინა. დარღვევაა ჟურნალისტების მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შემოიჭრნენ. ეკლესიის მსახურებს გვაქვს უფლება, რომ კრება ჟურნალისტების გარეშე ჩატარდეს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გადაღებული, ყველაფერი გამოჩნდება ვინ ყვიროდა და ვინ არა.

მე ყველას მივეცი აზრის გამოთქმის საშუალება. როდესაც მე უნდა გამეცა პასუხები, იმ დროს არა და არ გაჩერდა ის ორი კაცი, ერთი არქიმანდრიტი ათინოგენე, კარგადაც არ მახსოვს მათი სახელები, ხოლო მეორე იღუმენია დანიელი. ისინი ყვიროდნენ. შეიძლება ეს სპეციალურად იყო მოწყობილი, მერე მათმა წარმომადგენლებმა დაიწყეს კარისკენ წასვლა. ეს ჯგუფები ორგანიზებული იყო მეუფე პეტრეს მიერ და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამოწმებენ. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა მეუფემ.

https://youtu.be/y-F_wf-pEoE

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიადაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა