საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 464, „პისიარ“-ტესტით – 2 887

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,19%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 273 137 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 267 015 გამოჯანმრთელდა, 3 601 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 383 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 114 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მარტვილის საავადმყოფოში დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა