ჩინური მარსმავალი წითელ პლანეტაზე წარმატებით დაჯდა

ჩინეთის მარსმავალი „ჭურონი“ შაბათ დილით პლანეტა მარსზე წარმატებით დაეშვა. ეს კი პეკინის საკმაოდ ამბიციური კოსმოსური გეგმებისთვის დიდი ტრიუმფია. ლენდერმა მარსმავალი „ჭურონი“ პარაშუტის გამოყენებით დასვა პლანეტაზე და „შიშის შვიდი წუთი“ წარმატებით გადალახა. მისია „წარმატებით დაჯდა წინასწარ შერჩეულ ადგილას“, როგორც ამას ადგილობრივი პრესა აცხადებს.

ჩინეთი მეორე სახელმწიფოა მსოფლიოში, რომლის როვერიც წითელი პლანეტის ორბიტაზე გავიდა და შემდეგ
წარმატებით დაჯდა. როვერს ჩინური მითიური ცეცხლის ღმერთის, ჭურონის სახელი ჰქვია. ის ამერიკის ბოლო მარსმავლის დაშვების შემდეგ რამდენიმე თვეში დაჯდა მარსზე.

6-ბორბლიანი, მზის ენერგიაზე მომუშავე 240 კილოგრამის მარსმავალმა ქვების ნიმუშები უნდა შეაგროვოს წითელი პლანეტის ზედაპირიდან. მან სამი თვე უნდა გაატაროს მარსზე.

banner
წინა სტატიაშიღაზას სექტორში დაჭრილები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაჰყავთ
შემდეგი სტატიაღაზაში ავიაიერიშის შედეგად ჩამოინგრა შენობა, სადაც Associated Press -ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა