ღაზას სექტორში დაჭრილები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაჰყავთ

ღაზას სექტორში დაჭრილებს ეგვიპტეში მკურნალობენ – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეგვიპტემ ღაზაში დღეს 10 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნა, რომლითაც ისრაელის ავიაერიშის შედეგად დაზარალებულები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, ღაზას სექტორიდან დაჭრილთა გამოსაყვანად ეგვიპტიდან კიდევ 5 სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნება. სამედიცინო დახმარების გასაწევად ეგვიპტის 3 საავადმყოფო გაამზადეს.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში 18 სპილოს სიკვდილს იძიებენ
შემდეგი სტატიაჩინური მარსმავალი წითელ პლანეტაზე წარმატებით დაჯდა