ჩინეთში ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ჩრდილოეთ ჩინეთში ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ტოქსიკური გამონაბოლქვის გამო ჩრდილოეთ ჩინეთის მილიონობით მოსახლე დღეს სახლებიდან არ გასულა.
შიცზიაჩჟუანიში, რომელიც ჰეიბეის პროვინციაში მდებარეობს, წვრილდისპერსიული ნაწილაკების კონცენტრაციამ კუბურ მეტრში 500 მიკროგრამს მიაღწია მაშინ, როცა ჯანდაცვის საერაშორისო ორგანიზაციის ნორმით, წვრილდისპერსიული ნაწილაკები კუბურ მეტრში 25 მიკროგრამი უნდა იყოს.

ჩინეთში ასეულობით ავიარეისი გადაიდო. იმის გამო, რომ ავტომობილებზე და რკინიგზაზე მხედველობა ფაქტობდივარ ნულია, მოძრაობა შეჩერებულია. ბევრ ქალაქში სწვალის პროცესი შეჩერებულია.
პეკინში ათასობით საწარმო გაჩერდა, პირველ რიგში კი ფაბრიკები და ქარხნები. გაჩერებულია მშენებლობები.

ჩინეთის 23 ქალაქში, მათ შორის პეკინში ჰაერის დაბინძურების “წითელი”, ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული. ჩრდილოეთის ბევრ ქალაქში დაბინძურების “ნარინჯისფერი” დონეა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშირუსეთი თავის ტურისტებს თურქეთში ტერაქტებზე აფრთხილებს
შემდეგი სტატიაალეპოში ქალაქის განთავისუფლების ზეიმისას აფეთქება მოხდა