ალეპოში ქალაქის განთავისუფლების ზეიმისას აფეთქება მოხდა

სირიის ალეპოში ქალაქის განთავისუფლებისა და შობის ზეიმისას ოპოზიციის რიგებიდან აფეთქება მოხდა – რუსული მედია წერს. ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე, ჯერეჯრობით არ ვრცელდება.
ალეპო 2012 წლიდან ისლამისტებმა და ამბოხებულმა დაჯგუფებებმა დაიკავეს. 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან სირიის სამთავრობო ჯარებმა მასზე კონტროლი დაიბრუნეს. 16 დეკემბერს სირიელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ისინი ქალაქის ყველა რაიონს გაანთავისუფლებდნენ. ინფორმაციას რუსეთში არსებული შერიგების ცენტრი ადასტურებს.
ვრცელდება, რომ აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების გამოყვანა დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
შემდეგი სტატიაგერმანიის გენპროკურორი: დამნაშავე, სავარაუდოდ, თავისუფლებაზეა