ჩინეთმა აშშ-სა და რუსეთთან ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი თქვა

პეკინმა უარი თქვა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებაზე, აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღების ერთობლივ შეზღუდვაზე იმსჯელონ. ჩინეთი მსგავს სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს – 6 მაისს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰენ შუანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომლებმაც მას ტრამპის ინიციატივაზე კომენტარი სთხოვეს.

დიპლომატის თქმით, ჩინეთის ბირთვული არსენალი საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ საკუთარი უსაფრთხოებს უზრუნველყოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩინეთის ბირთვული რეზერვი ძალიან მცირეა აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებებთან. ამიტომ, ჯერ მათ უნდა დაიწყონ იმის დემონსტრირება, რომ ბირთვული იარაღის განიარაღებაზე მუშაობენ – თქვა დიპლომატმა – “დოიჩე ველე” წერს.

 

banner
წინა სტატიაშიმხარს ვუჭერთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფ დასრულებას
შემდეგი სტატიათურქეთში სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს