თურქეთში სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლში მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს ჩატარდა – ორშაბათს, 6 მაისს სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა.
მარტის შედეგებით, სტამბოლში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. მან, თითქმის 15 ათასზე მეტი ხმა მიიღო (დაახლოებით 0,3%), ვიდრე მმართველი პარტიის კანდიდატმა. პრეზიდენტ ერდორანის პარტიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა იმ მიზეზით, რომ მრავალი დარღვევა იყო. საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით არჩევნების შედეგები გააუქმა. მერის ახალი არჩევნები 23 ივნისს დაინიშნა -წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა აშშ-სა და რუსეთთან ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი თქვა
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: შეიძლება ვინმეს მართლა გულუბრყვილოდ სჯეროდეს, რომ ნეიტრალიტეტი დაგვიცავს, მაგრამ…