ჩერნოგორიაში პროკურორის მკვლელობა აღკვეთეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს იძიებს

ჩერნოგორიის სპეცსამსახურებმა პროკურორ მიკივოინე კატნიჩის მკვლელობა აღკვეთეს, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საქმეს იძიებს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეროვნული უშიშროების სამსახურისა და პოლიციის დეპარტამენტის ერთიბლივი ოპერაციისას დაკავებულ იქნა სერბი, რომელიც, როგორც ვრცელდება, თანამშრომლობაზე დათანხმდა.
ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა უცხოელი კოლეგებისგან მიიღეს. მთავრობამ პროკურორს დაცვა გაუძლიერა, კერძოდ, ის ბრონირებული ავტომანქანით გადაადგილდება.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს კატჩინმა 2016 წლის 16 ოქტომბერს ჩერნოგორიაში სახელმწიფო გადატრაილების მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა. მაშინ სერბეთის 20 მოქალაქე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიაღნიშნული ტექნიკა არის სამოქალაქო დანიშნულების
შემდეგი სტატიატერესა მეი: ლონდონელი ტერორისტის შესახებ პოლიციამ იცოდა