ტერესა მეი: ლონდონელი ტერორისტის შესახებ პოლიციამ იცოდა

მამაკაცის შესახებ, რომელმაც გუშინ ლონდონის ცენტრში თავდასხმა მოაწყო, ბრიტანეთში დაიბადა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მის შესახებ იცოდნენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელი რამდენიმე წლის წინ ექსტრემიზმის შესახებ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მთავარი ფიგურანტი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა გუშინ მოხდა. ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და 30-მდე დაშავდა, მათ შორის, შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიჩერნოგორიაში პროკურორის მკვლელობა აღკვეთეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს იძიებს
შემდეგი სტატიაკიევში ექს-დეპუტატის მკვლელი საავადმყოფოში გარდაიცვალა