აღნიშნული ტექნიკა არის სამოქალაქო დანიშნულების

შემოსავლების სამსახურის ინფლორმაციით, აღნიშნული ტექნიკა გამოიყენება რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების დროს.

„აღნიშნული ტექნიკა არის სამოქალაქო დანიშნულების. ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. გამოიყენება რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების დროს, როგორც მოქალაქეების გადასაყვანად, ისე ტვირთების გადასაზიდად“, – განუცხადა ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორია სატრანზიტოდ იქნა გამოყენებული.

ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე არ დარჩენილა და ის გუშინვე გავიდა სომხეთში. ეს იყო სატრანზიტო. რაც შეეხება რუსულ სანომრე ნიშნებს, არაფერი დასამალი არ არის, ჩვეულებრივად საბუთები მოყვება ამ ტექნიკას, რითაც შემოვიდა ქვეყანაში. ტექნიკა რუსეთშია შესყიდული და შემოვიდა ყაზბეგიდან. არაფერი გასაიდუმლოებული და დაფარული ამაში არ არის, არის განხორციელებული შესყიდვა და ტვირთი საბაჟო პროცედურების სრული დაცვით ტრანზიტულად შემოვიდა საქართველოში გუშინ და გუშინვე გავიდა სომხეთში“,– განუცხადააქცენტს“ მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის: გუშინ მოქალაქეებმა რუსული სანომრე ნიშნით ტრაილერები დააფიქსირეს, რომლებსაც ტექნიკა გადაჰქონდათ. გამოითქვა ეჭვი, რომ ეს სამხედრო ტექნიკაა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიაჩერნოგორიაში პროკურორის მკვლელობა აღკვეთეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს იძიებს