ჩემს მეგობარს სცემდნენ და კობახიძეს რეაგირება ჰქონდა ნული, გაგვიღიმა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა – სტუდენტი

ფიზიკური ანგარიშსწორება პრემიერის თვალწინ – თსუ-ს სტუდენტები ამბობენ, რომ როდესაც მათ მეგობარს, ნიკო მანაგაძე 10-15 ადამიანი თავს დაესხა, ამას ლექციიდან დაცვის თანხლებით გამოსული ირაკლი კობახიძე საკუთარი თვალით უყურებდა, თუმცა ნული რეაგირება ჰქონდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

რეაგირება საერთოდ ნული ჰქონდა ადამიანს, ხელი დაგვიქნია, გაგვიღიმა, როდესაც ჩემს მეგობარს სცემდნენ, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამის მერე, ასე უსირცხვილოდ რომ იქცევი პრემიერი, ამ საქციელს რა უნდა უწოდო, ნაძირლობის გარდა, არ ვიცი. თსუ-ს ადმინისტრაცია არასდროს არ აკეთებს რეაგირებას, თუ თვითონ არ აწყობს. იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერია უნივერსიტეტის ლექტორი, თუ იმის სასარგებლოდ არ იქნებოდა სიტუაცია, ისე არაფერს არ გააკეთებდნენ, ასე იყო ახლაც, რეაგირება საერთოდ ნული ჰქონდათ”, – ამბობს სტუდენტი.

ჯგუფური ძალადობა და რუსული მეთოდებით ანგარიშსწორება სტუდენტების წინააღმდეგ – რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, “ოცნების” ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა.

banner
წინა სტატიაშიხელოვანების პროტესტი თეა წულუკიანს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე