მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც “ღალატის ქრონიკად” აფასებს:

“ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:
2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივანიშვილს 2,5 მლრდ. დოლარი გადასცა;
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ოცნებამ“ „პირველი კავკასიური არხი“ (ჩვენი რუსულენოვანი მაუწყებელი, რომელიც სჯაბნიდა რუსულ პროპაგანდას რუსეთისვე ტერიტორიაზე) დაკეტა. სამაგიეროდ, რუსებს ქართულ ენაზე საქართველოში რადიო “Спу́тник” (თანამგზავრი) გაახსნევინეს;
2012 წელს გაათავისუფლეს რუსი ჯაშუში და რუსეთში დაპატიმრებულ ქართველ მზვერავებზე მათი დაგეგმილი გაცვლა ჩაშალეს;
2012 წელსვე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურეს;
2013 წელს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა გააუქმეს;
2013 წელს თბილისის სამხედრო დამცავი ზღუდე მოშალეს და რუსეთის დაზვერვას 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების სია გადასცეს;
2014 წელს “ФСБ”-ის თანამშრომელი, ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დანიშნეს. მან რუსების დავალებით ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა;
2013 წელს შეაჩერეს ანაკლიის პორტისა და ბათუმში ამერიკული “Royal Caribbean”-ის ტერმინალის მშენებლობა. ამავე დროს, ქართული ენერგეტიკული სისტემა ხელახლა მიაბეს “გაზპრომს”;
ამავე წლებში, “დელტას” სამხედრო წარმოებაც გაანადგურეს, შეაჩერეს ყველა ახალი ტექნოლოგიის, მათ შორის ქართული ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების (რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია ახლა) წარმოება შეაჩერეს;
შემდეგ იყო “გავრილოვის ღამე”, “რუსული კანონი”, “რუსული ოფშორების კანონი”.
დანარჩენი თქვენ თვითონ მიაწერეთ…” წერს მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშიჩემს მეგობარს სცემდნენ და კობახიძეს რეაგირება ჰქონდა ნული, გაგვიღიმა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა – სტუდენტი
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი: რუსული კანონის და ხელისუფლების პირობებში, EU-თან მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება