ხელოვანების პროტესტი თეა წულუკიანს

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ რეპრესიებთან”, – ასე ეხმაურებიან ხელოვანები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსების შეწყვეტას და მოცემულ გადაწყვეტილებას კულტურის სამინისტროს მხრიდან ცენზურად მიიჩნევენ.

კინომცოდნეები თეა წულუკიანს პარტიული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ღიად აცხადებენ, რომ კინოცენტრმა, მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალურად შეინარჩუნა ფუნქციონირება.

“სინამდვილეში გადაწყვეტილების მიმღები თავიდან ბოლომდე არის სამინისტრო და კულტურის მინისტრი” – ამბობს დავით დავითიანი და იქვე ამატებს, რომ გადაწყვეტილება თავისუფალი და განსხვავებული აზრის ჩახშობის მოტივით მიიღეს.

კინოცენტრმა ფორმალურად შეინარჩუნა თავის ფუნქციონირება. სინამდვილეში გადაწყვეტილების მიმღები თავიდან ბოლომდე არის სამინისტრო და კულტურის მინისტრი. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ რეპრესიებთან, მიზანმიმართულ განადგურებასთან ქართული ხელოვნების და კულტურის და მხოლოდ მოქცევასთან კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ. ეს ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ დაფინანსებას, თუკი ისინი გახდებიან მათი მეხოტბე. თუკი მათი ერთგული არ ხარ და თუკი არ აქებ ყოველ დღე, მაინც არ შემოვლენ არანაირ თანამშრომლობაში. თუ მითუმეტეს პროტესტს გამოხატავ, ეცდებიან, რომ ბოლომდე გაგანადგურონ და მოგაშორონ ყველანაირი პროცესიდან”, – ამბობს კინომცოდნე დავით დავითიანი.

banner
წინა სტატიაშიბოსტონში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაჩემს მეგობარს სცემდნენ და კობახიძეს რეაგირება ჰქონდა ნული, გაგვიღიმა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა – სტუდენტი