ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც „აზოვის“ მებრძოლების ცოლებსა და ნათესავებს წარმოადგენენ – არესტოვიჩი

ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც „აზოვის“ მებრძოლების ცოლებსა და ნათესავებს წარმოადგენენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, გადასამოწმებელია, რამდენად არიან აღნიშნული პირები, მებრძოლების ნათესავების წარმომადგენლები.

„ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც „აზოვის“ მებრძოლების ცოლებსა და ნათესავებს წარმოადგენენ. ამბობენ, რომ დაგვსჯიან მე, მას და ჩვენს შვილებს დახოცავენ, დაცხრილავენ. არ გვაპატიებს, რომ ვსხედვართ კიევში და ჩამოვწერეთ „აზოვი“. თუმცა, მინდა, შევახსენე ამ კორესპონდენტებს, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებიან მესაზღვრეები, პოლიცია, სპეცდანაყოფი, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. მათი ნათესავები რატომღაც არავის ემუქრებიან და ბრალსაც არავის სდებენ“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, მას მებრძოლთა ოჯახის წევრებთან პრეტენზია არ აქვს, რადგან ისინი ადამიანები არიან, რომლებიც ნერვიულობენ და დარდობენ.

„მათ კი, ვინც ამას კარნახობს, ცოტა დაფიქრდით, რა იქნება და რა საფრთხეს წარმოადგენს“, – აცხადებს არესტოვიჩი.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ივანიშვილის შვილთაშვილს ისტორიის სახელმძღვანელოში ამოკითხული გვარი “სააკაშვილი” ინსტინქტურ-გენეტიკურად ჩააგდებს პანიკურ შეტევაში
შემდეგი სტატიაფინეთის პრეზიდენტი ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს