ფინეთის პრეზიდენტი ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩემი გზავნილი მკაფიოა – ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყანამ, რომელიც 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს რუსეთთან, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერა. თუმცა, ამ დრომდე გაწევრიანებისგან თავს იკავებდა.

ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნატო-ს მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთისთვის წევრობის მინიჭებას სწრაფად გეგმავენ, რითაც ევროპის ჩრდილოეთში კიდევ უფრო გაფართოვდება ალიანსის საზღვრები.

banner
წინა სტატიაშიჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც „აზოვის“ მებრძოლების ცოლებსა და ნათესავებს წარმოადგენენ – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიაკიევი რუსეთის მთავარი სამიზნეა, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს – კლიჩკო