ეს უწყება არ არის დამოუკიდებელი, უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში და არის უკონტროლო-რომან გოცირიძე ე.წ. მოსმენების კანონზე

gociridze

ეს უწყება არ არის დამოუკიდებელი, უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში და მესამე, თავად ეს უწყება არის უკონტროლო- ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საუბრისას გააკეთა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს და მოსაზრებას იზიარებენ. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება სისტემის სრულად გასაკონტროლებლად ყველაფერს გააკეთებს, შესაბამისად პრეზიდენტის ვეტოც დაიძლევა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პარლამენტს კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებში ადანაშაულებს.

„ეს უწყება არ არის დამოუკიდებელი, უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში, ქმნის ახალ პრეცედენტებს ლიცენზირებისა კომუნიკაციის ბიზნესის სხვა ფორმით კონტროლის სახით და მესამე, თავად ეს უწყება არის უკონტროლო.

დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის ვეტოს და კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ პარლამენტს, რომ ისევ მესამეჯერ არ მოუწიოთ ამ კანონზე მსჯელობა და თუკი რაიმე პასუხისმგებლობა აქვთ კანონისა და საზოგადოების წინაშე უბრალოდ უნდა შერცხვეთ,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარი დედაქალაქში – 112-ში100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“ჩემი მეუღლე 55-ე დღეა შეწყალებულია”- გიორგი ლუკავას მეუღლე დახმარებას ითხოვს