ჩელსი მენინგმა ობამას შეწყალება სთხოვა

WikiLeaks-ის ინფორმატორმა ჩელსი მენინგმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეწყალება სთხოვა – The New York Times-ი ავრცელებს. მენინგი მისჯილი 35 წლის 6 წლამდე შემცრებას სთხოვს ობამას – 6 წელი მან უკვე მოიხადა.
მენინგის თქმით, ის სრულებით აღიარებს დანაშაულს და იზიარებს პასუხისმგებლობას. თავის საქციელს კი “არასწორს” უწოდებს. მენინგი ასევე ხსნის, რამდენად რთულია მისთვის ციხეში ყოფნა.
‘შეწყალებას ვითხოვ. ვიცი, რომ ნასამართლეობა არ მომეხსნება. ერთადერი, რასაც გთხოვთ არის, რომ მე, როგორც ადამიანი, რომელიც არ აპირებს აშშ-ს ზიანი მიაყენოს, გამანთავისუფლოთ სამხედრო ციხიდან, სადაც ექვსი წელი მოვიხადე” – წერს ჩელსი მენინგი.

მენინგმა 2010 წელს “ვიკილიქსს” საიდუმლო დოკუმენტები გადასცა, სადაც ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე იყო მოთხრობილი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო” წვერებიან მანეკენებს და ხის ტანკებს იყენებს