“ისლამური სახელმწიფო” წვერებიან მანეკენებს და ხის ტანკებს იყენებს

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერებმა აშშ-ს კოალიციის ავიაციის მოსატყუებლად ხის ტანკების და წვერებიანი მანეკენების გამოყენება დაიწყეს – Reuters-ი წერს.
რამდენიმე მანეკენი ერაყის ძალოვანებმა იპოვეს, როცა ჩრდილოეთ მოსულის ტერიტორია გაანთავისუფლეს – უკანასკნელი მსხვილი ქალაქი, სადაც ჯიჰადისტები არიან გამაგრებული.
აშშ-ს არმიის წარმომადგენლის თქმით, ეს ტაქტიკა ტერორისტებს მოსწონთ და მას ხშირად იყენებენ, თუმცა, მათ მიერ ნავთობის ჭაბურღილებზე ცეცხლის გაჩენა უფრო დიდი პრობლემაა ავიაციისთვის, ვიდრე ხელოვნური ჯარისკაცები და საბრძოლო ტექნიკა.

ერაყის ქალაქ მოსულის გასანთავისუფლებელი ოპერაცია ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შეტევაში 60 ათასი ჯარისკაცი და ამბოხებული მონაწილეობს. სხვადასხვა შეფასებით, ახლა მოსულში დაახლოებით 5 ათასამდე ჯიჰადისტია.

banner
წინა სტატიაშიჩელსი მენინგმა ობამას შეწყალება სთხოვა
შემდეგი სტატიატიმოშენკომ უკრაინელებს მესამე მაიდანისკენ მოუწოდა