მთავრობამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა.

საზოგადოებას პოლოლიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

წარდგენას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად წარადგენს საკუთარ კანდიდატურას საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთ მაღალ თანამდებობაზე.

ზურაბ პოლოლიკაშვიკი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი. ამჟამად ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიNDI: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი
შემდეგი სტატიაჩელსი მენინგმა ობამას შეწყალება სთხოვა