ჩეჩნეთში ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც 19 მაისს გროზნოს ცენტრში მართლმადიდებელ ეკლესიაზე განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაიჭრა, ასევე, ერთი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა. განცხადებაში, რომელიც გავრცელდა, ნათქვამია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” კავკასიური განყოფილება თავის დამსახურებად თვლის მიხაილ არხანგელის ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას”.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის განცახდებით, თავდამსხმელების ვინაობა დადგენილია.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 208 მლნ ლარით გაიზარდა
შემდეგი სტატიაბერლუსკონიმ მემკვიდრეობით მილიონობით ევრო მიიღო თავისი მდივნისგან