ცერცვაძე: აშშ-მ ბარიტიცინიბი დამსახურებებისთვის გვაჩუქა და არა – ლამაზი თვალებისთვის

“ჩვენ შემოვიტანეთ სამი მთლიანად ახალი მედიკამენტი, რომელიც პირველად გამოჩნდა საქართველოში. ერთერთია ბარიციტინიბი, რომელიც 1 წელია დაამტკიცა ამერიკის FDA-მ, მაგრამ ხმარებაში ახლა შემოდის აქტიურ პრაქტიკაში. ორმაგი მოქმედება აქვს – ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო, ის ვირუსის გამრავლებასაც უშლის ხელს და მოგვიანებით სტადიაზე იმუნურ ფაზას და მძიმე ანთებით დაზიანებებსაც ასწორებს ფილტვებში.

ჩვენ ბარიციტინიბს უკვე ვიყენებთ, ეს ჩვენ გვაჩუქა ამერიკის მხარემ, მაგრამ გვაჩუქა არა ლამაზი თვალებისთვის, არამედ, იმ დამსახურებებისთვის, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას აქვს, საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს… როცა ამერიკამ შეხედა, როგორი წარმატებით ვმუშაობდით ჩვენ, ის, რომ 75 000 ადამიანი განიკურნა [C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტით] საქართველოსთვის არის ბედნიერება. ამერიკელებმა თვითონ ჩაატარეს კვლევა და ნახეს, რომ C ჰეპატიტის გავრცელება თუ იყო საქართველოში 5.5%, ახლა არის 1.2%, პრაქტიკულად, ელიმინაცია მიდის ფინიშზე, ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც მოხერხდა ქრონიკული დაავადების ელიმინაცია მედიკამენტით, აი, ასეთმა უდიდესმა მიღწევამ მისცა ამერიკელებს იმისი მოტივაცია, რომ საქართველოს ჯანდაცვა ძალიან კარგად მუშაობს” – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, აშშ-მ საქართველოს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ბარიტიცინიბის “მნიშვნელოვანი რაოდენობა” უფასოდ გადასცა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქუთაისში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს