ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათია დარჩენილი, ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, თითეული ხმა მნიშვნელოვანია.

ანა მიქელაძემ, ასევე, შეაჯამა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შესული ზარების შესახებ ინფორმაციაც,

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე 410 ზარი შევიდა, ონლაინ-ჩატით კი 37-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შესული ზარების უმეტესობა ამომრჩევლების მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას ეხებოდა.

ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისათვის, საარჩევო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის ოლქში, ორ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი
შემდეგი სტატიაბათუმის 26-ე უბანზე შელაპარაკება მოხდა