ბათუმის 26-ე უბანზე შელაპარაკება მოხდა

არჩევენბი, სადაც გამარჯვება

ბათუმის 26-ე უბანზე დამკვირვებლებსა და უბნის თავმჯდომარეს შორის შელაპარაკება მოხდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ დამკვირვებელი გოჩა ჭაღალიძე აცხადებს, მას სამი მეტრის დისტანციიდან ვიდეო გადაღების უფლება უბნის თავმჯდომარემ არ მისცა.

„კომისიის თავმჯდომარე არ გვაძლევდა გადაღების უფლებას. კაბინაში არ ვიღებდით, პროცესს ვიღებდით ყუთთან და სამი მეტრის დაშორებით. ბევრჯერ გაგვათიშინეს კამერა. მერე ჩვენ თვითონ ჩავრთეთ და საკონტროლო ფურცელი პირველად ჩააგდეს ძირითად ყუთში. ამაზე დავწერეთ საჩივარი“, – აცხადებს „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენელი.

უბნის თავმჯდომარე შაქრო გოლოვანიძე კი აცხადებს, რომ კომისიის წევრები უფლებამოსილებას აჭარბებდნენ და ვიდეოს დაშვებულ მანძილზე ახლო დისტანციიდან ხანგრძლივად იღებდნენ.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ბევრი მარკირება გავლილი ამომრჩეველი დაფიქსირდა