მარნეულის ოლქში, ორ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, მარნეულის ოლქში, ორ საარჩევნო უბანზე პრობლემები დაფიქსირდა გადასატან ყუთთან და ბიულეტენებთან დაკავშიერბით დაკავშირებით, რაც კანონის თანახმად, შესაძლოა ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს.

„დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ შემთხვევაში ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული, სადაც იყო განთავსებული უკვე სამი ბიულეტენი. აღნიშნული ყუთი უკვე დაილუქა და სავარაუდოდ, კანონმდებლობის თანახმად, გაბათილდება. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით არ იყო დადასტურებული, რაც ასევე კანონმდებლობის თანახმად, არის ბათილად ცნობის საფუძველი.“- აღნიშნა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ამ დროის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში სულ 87 საჩივარია შესული.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტურზე ამ დროისთვის 87 საჩივარი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს