ბუნდესტაგმა სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება დაადასტურა

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სირიის გამო ახალი სანქციების შემოღებას გეგმავს – ეს დაადასტურა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნორბერტ რეტგენმა – დღეს გერმანულმა Süddeutsche Zeitung-მა გაავრცელა.
დეპუტატის თქმით, მინიმუმ, რისი გაკეთებაც ევროპას შეუძლია, არის ის, რომ ალეპოში შექმნილ სიტუაციას სამხედრო დანაშაული უწოდოს.
მისი განცხადებით, სანქციები, შესაძლებელია, მაშინათვე არ აისახოს რუსეთზე, მაგრამ მოსკოვთან მიმართებაში გრძელვადიან პოლიტიკაში აუცილებლად იქონიებს გავლენას.

ის, რომ გერმანიის მთავრობა სირიის გამო რუსეთის წინაარმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს გუშინ The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. წყაროს ინფორმაციით, კანცლერი ანგელა მერკელი “სწავლობს შესაძლებლობებს, რომელიც მოსკოვს აიძულებს სირიაში კურსი შეცვალოს”. აღინიშნება, რომ საკითხი შესწავლის ადრეულ სტადიაშია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმებტმა, ასევე განაცხადა მოსკოვისათვის შემზღუდავი სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხევვაში, თუკი რუსეთი სირიაში საკუთარ პოლიტიკას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთმა წევრმა დატოვა